ქუთაისში დავითობის აღსანიშნავად, სხვადასხვა, ღონისძიება ჩატარდება
07.02.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენებას დღესასწაულობს. ქუთაისში დავითობის აღსანიშნავად, სხვადასხვა, ღონისძიება ჩატარდება. დილით დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებაა დაგეგმილი, გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვა აღევლინება . მოხდება დავით აღმაშენებლის საფლავის პატივგება და საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევის ცერემონიალი გაიმართება. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ღონისძიება.მათ შორის გამოფენა და საჯარო ლექცია..