ქუთაისში თორმეტი მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო
18.02.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში თორმეტი მარტივი ტიპის სპორტული მოედანი მოეწყო.
ავტოქარხნის დასახლებაში მარტივი ტიპის მოედანი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს დეპუტატებთან ნიკა ლატარიასთან და მურმან გუბელაძესთან ერთად დაათვალიერა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სტადიონზე შეკრებილ ახალგაზრდებს საჩუქრად ფრენბურთის ბადე გადასცეს. 2016 წლის ბიუჯეტში მერიამ ამ მიმართულებით 350 000 ლარი გაითვალისწინა. 2015 წელს კი 12 მარტივი ტიპის მოედნის რეაბილიტაცია 260 000ლარი დაჯდა. სამუშაოები შ.პ.ს ,,თეგიკა უნივერსალმა“ შეასრულა. თორმეტიდან ერთი მოედანი საცდელად ხელოვნურ საფარიანი გაკეთდა.
ასევე ბიუჯეტში გათვალისწინებულია რეაბილიტირებული მოედნების მოვლა პატრონობა.