ქუთაისის ტორპედომ საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება დაიწყო
17.02.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის ტორპედომ საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება დაიწყო.გუნდში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მთავარი მწვრთნელის მოადგილემ მიაწოდა,მიხეილ აშვეთიას განმარტებით გუნდს ხუთი მოთამაშე შეემატა და პირველი თამაში 19 თებერვალს მარტვილში გაიმართება.წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება მწვანე საფარსაც.გუნდის ხელმძღვანელობის მიერ მოწვეული იქნა აგრონომი,რომელიც მინდვრის ხარისხს ხელახალი ჩათესვის მეთოდით გააუმჯობესებს.