შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ასოციაცია „მოწყალებამ“ ოცი წლის იუბილეს ფარგლებში ქუთაისის ბენეფიციარებთან და ურეკიდან მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრა გამართა
23.01.2020
უკან დაბრუნება
ასოციაცია „მოწყალებამ“ ოცი წლის იუბილეს ფარგლებში ქუთაისის ბენეფიციარებთან და ურეკიდან მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მათ შშმ პირების რეალურ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. წლებია ორგანიზაცია შშმ პირების საზოგადოებასთან ადაპტირების გზებზე ზრუნავს და მათ პრობლემებს სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებს. ქუთაისისა და ურეკის ორგანიზაცია უკვე სამი წელია თანამშრომლობენ, ისინი სამომავლოდ ბენეფიციართა განათლების კუთხით სხვა და სხვა ღონისძიებების გამართვას გეგმავენ. ორგანიზაციის დამფუძნებლის გულიზა ჯავახაძის თქმით, საზოგადოება ვალდებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებასთან ადაპტაციას ხელი შეუწყონ.