იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის დირექტორს ვოიჩეხ ფედერჩიკს და ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა
22.01.2020
უკან დაბრუნება
იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნული სკოლის დირექტორს ვოიჩეხ ფედერჩიკს და ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და საჯარო მოხელეებისთვის გაცვლითი პროგრამების შემუშავებაზე ისაუბრეს. მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ამ მიმართულებით სხვადასხვა პერიოდში განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზ. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ვარშავის ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების ეროვნულ სკოლას შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო და გაცვლით პროექტებს საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებისთვის.