საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. "ტორპედო" ტყიბულის "მეშახტეს" დაუპირისპირდა. შეხვედრა წყალტუბოს ხელოვნურ საფარიან სტადიონზე გაიმართა და ფრედ 0:0 დასრულდა. საქართველოს ჩემპიონატი 19 თებერვალს განახლდება. ,,ტორპედო " სტუმრად მარტვილის "მერანს"ეწვევა.