ხარაგაულის ცენტრში ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
13.02.2016
უკან დაბრუნება
ხარაგაულის ცენტრში ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატები ვარლამ თავზარაშვილი და ომარ გაგოშიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თორნიკე ავალიშვილმა განუცხადა, „ქართული ოცნებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები ერთმანეთთან მიზეზს ეძებენ, რათა მათ ხელჩართული ჩხუბი გამართონ.
დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას საკრებულოს სხვა წევრებიც ადასტურებენ, თუმცა მათ დეტალებზე საუბარი არ სურთ და აცხადებენ, რომ ჩხუბის მიზეზი არა პოლიტიკური, არამედ პირადი უთანხმოება იყო.