შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მორჩაძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცა
12.02.2016
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მრავალშვილიანი ოჯახის ოთხ ობოლს, სოფელ გუმბრაში, საკუთარი სახლი საჩუქრად გადასცა. წლების განმავლობაში მორჩაძეების ოჯახი სოფელ თერნალის ტერიტორიაზე, რძის ქარხნის ყოფილ შენობაში ცხოვრობდა. მათ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით 2014 წლის ოქტომბერში მას შემდეგ მიმართეს რაც ოჯახის დედა, 38 წლის თეა ბოგვერაძე, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. 4 არასრულწლოვანი , ავარიის შემდეგ ტრავმირებული მამის, ბადრი მორჩაძის იმედად დარჩა, რომელიც ფიზიკური მდგომარეობის გამო შვილების მოვლას საკუთარ თავზე ვერ იღებდა. ამიტომ ბავშვები დღემდე მინდობით აღზრდაზე არიან მიბარებული.