ზესტაფონში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი "კონსტრუქტ2“ შრომის უსაფრთხოების ოფიცრებს გადაამზადებს
10.12.2019
უკან დაბრუნება
ზესტაფონში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი "კონსტრუქტ2“ შრომის უსაფრთხოების ოფიცრებს გადაამზადებს. შედეგად, ორ წელიწადში აღნიშნული მიმართულებით დასაქმების ბაზარზე არსებული კადრების დეფიციტი აღმოიფხვრება.
სასწავლო პროცესის დაწყებას დღეს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ ინფორმაცია მიიღო კოლეჯის რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის, ასევე პროფესიული განათლების აქტუალობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
პროგრამა მიზნად ისახავს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც შრომის დაცვითი ღონისძიებების დანერგვასა და მართვას უზრუნველყოფენ.