შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს
07.10.2015
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს"იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.მან მერიას აგვისტოს თვეში მიმართა და ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე კუნძულების სარემონტო სამუშაოებზე დახარჯული თანხების გასაჯაროება მოითხოვა.წულაიას თქმით პასუხი დღემდე არ მიუღია. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აცხადებს,რომ წულაიას პასუხი ელექტრონულად გაუგზავნეს. ქუთაისში 24 კუნძული 10 ობიექტზე განთავსდა.თანხები,რომელიც 300ათას 400 ათას ლარს შეადგენდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო.