ქუთაისში 27 და 28 აგვისტოს, ელექტრონული მუსიკის სეტები გაიმართება
26.08.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში 27 და 28 აგვისტოს, ელექტრონული მუსიკის სეტები გაიმართება. ორგანიზატორი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაა. დამსწრეთათვის ადგილობრივი შემსრულებლები დაუკრავენ. ღონისძიება პირველად გასულ წელს ჩატარდა და ტრადიციული ხასიათი მიიღო.