გარემოს დაცვის კომიტეტზე ციხისძირში ხეების გადარგვასთან დაკავშირებით იმსჯელეს
04.02.2016
უკან დაბრუნება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ ციხის ძირში ხეების მოჭრისა და გადარგვის ფაქტის შესწავლა მოითხოვა. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ,აუცილებელია ფაქტის დეტალურად შესწავლა და შესაბამისი დასკვნის დადება.ხეების გადარგვასთან დაკავშირებით საგანგაშოს ვერაფერს ხედავს უმრავლესობის წევრი, ”მწვანეთა მოძრაობის” ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე.ის აცხადებს ,რომ კარგი იქნება თუ თვითმმართველობებიც იგივეს გააკეთებენ და ხეებს მოჭრის ნაცვლად გადარგავენ.