შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ამაზონის ტყეში ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან
23.08.2019
უკან დაბრუნება
ამაზონის ტყეში ხანძარს უშედეგოდ ებრძვიან. ბოლო ერთ კვირაში გაჩენილია ცეცხლის 10 000-მდე ახალი კერა, რის გამოც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკოსისტემა საფრთხის ქვეშაა. პლანეტის ფილტვებად მიჩნეულ ტყეში სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ამაზონის ტყის ირგვლივ განვითარებულ სტიქიას აფასებს გარემოს ეროვნული საააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ხელმძღვანელი . ავთანდილ ქვაჩაკიძის შეფასებით მასშტაბური ტყის ხანძარი გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, კერძოდ ხდება კლიმატის გლობალური ცვლილება, სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდა, რაც ბუნებრივად ჟანგბადის რაოდენობის შემცირებას განაპირობებს.