შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან სრულად აღდგება
23.08.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დღეიდან სრულად აღდგება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას რუსთაველის გამზირზე შეუზღუდავად შეძლებენ. ამ დროისთვის რუსთაველზე სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. რაც სამანქანო მოძრაობას ხელს არ შეუშლის. სამარშრუტო ტაქსები დადგენილი სვლა გეზით შეძლებენ გადაადგილებას. რაც შეეხება ბარათაშვილის ქუჩას, მოძრაობა ისევ ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილებას რუსთაველის გამზირიდან შეძლებენ ქალაქის ცენტრის მიმართულებით. გველესიანის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი იქნება, თუმცა, აღნიშნული ქუჩიდან დუმბაძეზე გადაადგილება ქალაქის ცენტრის მიმართულებით აიკრძალება. .დუმბაძის ქუჩაზეც მოძრაობა ძველი სვლა გეზით აღდგება, ცალმხრივი გახდება ცენტრიდან აღმაშენებლის გამზირამდე. შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩაზე შეიცვალა სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთდა, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ნიშნულები. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 მლნ ლარზე მეტით დაფინანსდა.