შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა
04.02.2016
უკან დაბრუნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ , ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში, განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. სკოლაში ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია. ასევე უკვე დამთავრდა თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედნის მოწყობა.სკოლას ასევე ექნება დახურული სპორტული დარბაზი, რომლის მოწყობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. 2015 წელს ქუთაისში 10 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, რისთვისაც -მილიონ ლარზე დაიხარჯა. ასევე 2015 წელს, ქუთაისის მერიის დაფინანსებით მე-17 საჯარო სკოლის ფასადი მოეწყო.