ხელისუფლების შეხვედრა ზესტაფონის მოსახლეობასთან
21.08.2019
უკან დაბრუნება
ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთის გუბერნატორი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს სტუმრობდა. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს არსებულ პრობლემებს გაეცნენ და მათი მოგვარების სამოქმედო გეგმა დასახეს. ხელისუფლება სოფლების გაძლიერების მიზნით იმ პროგრამების ეფექტურად განხორციელებას აპირებს, რომლებიც მათთვის პრიორიტეტულია.