შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაგრატის ტაძრის მეციხოვნეს, ღირსების ორდენის კავალერს ლევან ჯიქიას 80 წელი შეუსრულდა
21.08.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის საპატიო მოქალაქეს, ბაგრატის ტაძრის მეციხოვნეს , ღირსების ორდენის კავალერს ლევან ჯიქიას 80 წელი შეუსრულდა. ტელერადიო კომპანია რიონი ულოცავს მრგვალ თარიღს დამსახურებულ ქუთაისელს და კვლავაც ნაყოფიერ მოღვაწეობას და დიდხანს სიოცხლეს უსურვებს. იუბილარ საპატიო ქუთაისელს ჩვენი გადამღები ჯგუფი შინ ესტუმრა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ლევან ჯიქიამ არსებობის 80 წლის მანძილზე 30 წელზე მეტი ბაგრატის ტაძრის ერთგულ სამსახურში განვლო, შესაბამისად მისი ინტერვიუს დიდი ნაწილიც სწორედ ბაგრატის ტაძარზე საუბარს დაუთმო. ჯიქია მიიჩნევს რომ ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში შუასაუკუნეების საეტაპო მნიშვნელობის ტაძრის იერსახე დამახინჯებულია, მან ასევე სხავდასხვა მიმართულებით ქალაქის განვითარების მისეულ ხედვებზე ისაუბრა.