შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის “ტორპედომ“ თბილისის “დინამოსთან“ მატჩი ანგარიშით 0 : 1 წააგო
21.08.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების გადატანილ 23 ტურს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ქუთაისის ტორპედო ნომინალური მასპინძლის როლში თბილისის დინამოს შეხვდა . თამაში საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა, პირველი ტაიმის 21 წუთზე ყოფილმა ტორპედოელმა,ამჟამად კი დინამოს წევრმა ლევან კუტალიამ ერადერთი გოლი ქუთაისის ტორპედოს გაუტანა. მიუხედავად ტორპედოელთა მონდომებისა და აქტივობისა მეორე ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა და საბოლოო ანგარიში თბილისის დინამოს სასარგებლოდ 1-0 დაფიქსირდა . ამ გამარჯვებითდინამომ პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ტორპედო გათამაშების ცხრილში მეხუთე პოზიციაზე დარჩა. მომდევნო თამაში 24 აგვისტოს გორში გაიმართება სადაც ტორპედო გორის დილას დაუპირისპირდება.