საკრებულოს რიგგარეშე მე-9 სხდომაზე დეპუტატებმა 3 საკითხი ერთხმად დაამტკიცეს
20.08.2019
უკან დაბრუნება
საკრებულოს რიგგარეშე მე-9 სხდომაზე დეპუტატებმა 3 საკითხი ერთხმად დაამტკიცეს. ადგილობრივ ბიუჯეტში რიგით მე-7 ცვლილება შევიდა . 250 500 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და კულტურულ ღონისძიებებს მოხმარდება. ამ ცვლილების შედეგად, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 73 104 000 ლარს შეადგენს. საკრებულოს სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა.