შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში არსებულ ძეგლებს მალე ორი ახალი მონუმენტი დაემატება
19.08.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში არსებულ ძეგლებს მალე ორი ახალი მონუმენტი დაემატება, როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, ქალაქში უახლოეს მომავალში პაოლო იაშვილისა და ტიციან ტაბიძის ძეგლების განთავსება იგეგმება. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომლის ღირებულებაც 110 000 ლარს შეადგენს. მიმწოდებელმა ძეგლების დამზადება და მონტაჟი უნდა უზრუნველყოს. ძეგლები სიმბოლურად ცისფერყანწელთა ქუჩაზე განთავსდება.