19 აგვისტოს ქრისტიანული სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალებას დღესასწაულობს
19.08.2019
უკან დაბრუნება
19 აგვისტოს ქრისტიანული სამყარო უფლის ბრწყინვალე ფერისცვალებას დღესასწაულობს, დღეს, როცა მაცხოვრის დიდება, ბრწყინვალება გამოცხადდა. ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ცხოვრების მთავარ მიზანს, სულიერ ფერისცვალებას.
მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ, რომ იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე მაღალ მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა.
მაცხოვარმა ფერი იცვალა მოწაფეთა რწმენის განსამტკიცებლად, რათა ისინი, როცა მოძღვრის ჯვარცმასა და სიკვდილს იხილავდნენ, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ყოველივე კაცობრიობის ცოდვებისაგან გამოხსნისათვის იყო აუცილებელი.
დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა და ხილი იკურთხა