ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში ააიპ სპეცი ალური სერვისები შლამისა და ნარჩენებისაგან ოღასკურის კალაპოტის დასუფთავებას ახორციელებს
31.07.2019
უკან დაბრუნება
ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში ააიპ სპეცი ალური სერვისები შლამისა და ნარჩენებისაგან ოღასკურის კალაპოტის დასუფთავებას ახორციელებს. მდინარე ოღასკურას კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს "სპეციალური სერვისების" დირექტორი კოტე ჯავახაძე ადგილზე გაეცნო. დასუფთავებაში სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი მუშა ხელია ჩართული, მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდის და გაფართოების პროცესი. .
სპეციალური სერვისები მდინარის ხეობის გაწმენდას სხვადასხვა ლოკაციაზე ინტენსიურად ახორციელებს. სამსახურის უფროსი კოტე ჯავახაძე უხვი ნალექის დროს მდინარის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის თავიდან ასაცილებლად
პრევენციულ ზომებზე საუბრობს. იგი მოსახლეობას სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.