შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება
10.07.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იგება ასფალტის ქვედა ფენა. რამდენიმე დღეში, პრესის სახლიდან გამარჯვების მოედნამდე ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი გახდება. გამზირის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. რუსთაველის გზის რეაბილიტაციას შპს "ორიენტირი" ახორციელებს.