შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, საქართველოს გზებზე, მხოლოდ სამ თვეში ავარიით 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა
02.07.2019
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით, საქართველოს გზებზე, მხოლოდ სამ თვეში ავარიით 116 ადამიანი დაიღუპა, 1779 კი დაშავდა.
მიმდინარე წლის იანვრიდან, მარტის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სულ 9 671 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1302-ზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტოსაგზაო შემთხვევების ყველაზე დიდი წილი, მოძრაობის ზოლში გადასვლაზე ან გასწრების წესების დარღვევაზე მოდის.
ამ მიზეზით, მხოლოდ სამ თვეში 75 საგზაო შემთხვევა მოხდა. სიჩქარის გადაჭარბება – 58 შემთხვევაში დაფიქსირდა, 54 ფაქტი დისტანციის დაუცველობის გამო, ხოლო 50 ავარია სიმთრალის მიზეზით მოხდა.
ტელეკო,პანია რიონის გადამღებმა ჯგუფმა გამოკითხვა ჩაატარა, მოსახლეობა მიიჩნევს რომ უპირველესად მძღოლის პასუხისმგებლობის გრძნობის გაზრდაა აუცილებელი საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, ყველას, ვინც საჭესთან ზის, სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.