კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 21-ე ტურში ქუთაისის ტორპედო თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდება
01.07.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების 21-ე ტურში ქუთაისის ტორპედო თბილისის ლოკომოტივს დაუპირისპირდება. მანამდე კი გუნდმა საკუთარ ბაზაზე წინა სამატჩო ვარჯიში ჩაატარა. გუნდი არსებული ფინანსური პრობლემების გამო , 8 წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ სანაცვლოდ კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებით კომპლექტდება. ამჟამად ქუთაისის საფეხბურთო გუნდში 2 ახალწვეულია. თბილისის ვიტ-ჯორჯიადან ცოტნე მოსიაშვილი და საჩხერეს ჩიხურადან დავით იონანიძე .
სავარაუდოდ ევროპალიგის მატჩისთვის ტორპედო კიდევ სხვა ფეხბურთელებით გაძლიერდება. ამჟამად გუნდში ფინანსური მდგომარეობა ნაწილობრივ გამოსწორებულია.