შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს, 1 ივლისს ,ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
01.07.2019
უკან დაბრუნება
დღეს, 1 ივლისს ,ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში ტარდება. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს. ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება..ქუთაისში გამოცდები ქალაქის 1-ელ, 23-ე და 41-ე საჯარო სკოლებში მოწყობილ საგამოცდო ცენტრებში ტარდება