ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დასრულდა
29.06.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დასრულდა. ორშაბათიდან ქალაქში 3 მორიგე ბაღი იმუშავებს, როგორც ააიპში აცხადებენ, ფილიალების შერჩევა ადგილმდებარეობის მიხედვით მოხდა , რათა ქალაქის ყველა უბნიდან მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მორიგე ბაღები 1 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ.