ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საბიუჯეტო კომისია დატოვა.
29.06.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ საბიუჯეტო კომისია დატოვა.
მისი თქმით, ამით ის ბოიკოტს უცხადებს სიძულვილის ენის ტირაჟირებას და კერძო ინტერესების გატარებას ქუთაისის საკრებულოში. როგორც გიგა შუშანია ამბობს, ის მომავალშიც გამოეთიშება ყველა კომისიას, სადაც საკრებულოს დეპუტატებ ი ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე იქნებიან.