,,გაატარე ზაფხული საქართველოში“- კამპანიას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაც უერთდება.
29.06.2019
უკან დაბრუნება
,,გაატარე ზაფხული საქართველოში“- კამპანიას ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაც უერთდება. როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ აღნიშნა, მოხდა დაძმობილებულ ქალაქებთან კომუნიკაცია და ისინი მზად არიან კამპანიში ჩაერთონ. კონკრეტულად კი დაძმობილებული ქალაქები საინფორმაციო ვებ- გვერდზე ქუთაისის საიმიჯო კლიპს განათავსებენ, პარალელურად მიმდინარეობს გავრცელება იმ სპეციალური შეთავაზებებისა რასაც ქალაქში არსებული სასტუმროები კამპანიის ფარგლებში ახორციელებენ.