რატომ ადანაშაულებს კაფე “სავანეს მეპატრონე ქუთაისის მერს
29.06.2019
უკან დაბრუნება
კაფე „სავანეს“ მეპატრონეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებები კიდევ ერთხელ გააჟღერეს.
ისინი გიორგი ჭიღვარიას ქონების უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ, ამბობენ, რომ საქმეში მერთან დაახლოებული პირი, საკრებულოს წევრი ლაშა გვენეტაძე ფიგურირებს.
კაფის ერთ-ერთმა მეპატრონემ გიორგი ტურაბელიძემ განაცხადა, რომ ლაშა გვენეტაძეს ფინანსური ბრალდებები აქვს და ამ გზით ცდილობს მოგვარებას.
იურისტი ნინო მეფარიშვილი გამოძიების არაშესაბამისად მიმდინარეობაზე საუბრობს. აღნიშნულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს საკრებულოს უმრავლესობის წევრი და კაფის მეპატრონეებს საკითხის უკეთ გარკვევაში იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.