დღეს ქუთასში სამოქალაქო გაერთიანება ,,რუსეთი ოკუპანტიას,, ორგანიზებით მორიგი აქცია-პერფორმანსი გაიმართა
26.06.2019
უკან დაბრუნება
დღეს ქუთასში სამოქალაქო გაერთიანება ,,რუსეთი ოკუპანტიას,, ორგანიზებით მორიგი აქცია-პერფორმანსი გაიმართა სახელწოდებით ,,უჩვენე წითელი ბარათი გახარიას,,
ლადო მესხიშვილის თეატრის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა შინაგან საქმეთა მინიტრს სიმბოლურად წითელი ბარათი უჩვენეს და გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.ორგანიზატორების განცხადებით აქცია მშვიდობიანია და ელექტრომობილების პრეზენტაციისთვის ხელის შეშლას არ აპირებენ