შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის “ტორპედომ“ ბოლნისის “სიონი“ ანგარიშით 7 : 0 დაამარცხა
24.06.2019
უკან დაბრუნება
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტური წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც ქუთაისის ტორპედო ნომინალური მასპინძლის როლში ბოლნისის სიონს შეხვდა . მატჩი ტორპედოელთა სრული უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის 1 ტაიმი , ქუთაისის გუნდმა 4-ით 0 მოიგო, ხოლო მე-2 ტაიმში 3 უპასუხო ბურთი გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა ტორპედოელთა გამარჯვებით, 7-ით 0 დასრულდა- მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ჰეტტრიკი შეასრულა. 2 გოლი ნოდარ ქავთარაძის ანგარიშზეა , ხოლო თითო-თითო ბურთი თენგიზ წიქარიძემ და ლევან გეგეჭკორმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით ტორპედო სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას ინარჩუნებს. მომდევნო შეხვედრას გუნდი ხვალ, ბათუმში ადგილობრივ დინამოსთან გამართვს . აღსანიშნავია, რომ ტორპედო უცხოელმა ლეგიონერებმა დატოვეს და ფინანსური კრიზისის გამო,გუნდს,სავარაუდოდ ბათუმთან მატჩის შემდგომ სხვა ფეხბურთელებიც დატოვებენ.