მარეხი ნიჟარაძემ კომენტარი დღეს რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა
20.06.2019
უკან დაბრუნება
დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვისა და რუსეთის დელეგაციის ვიზიტს საქართველოში ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი,ფრაქცია ქართული ოცნების თავჯდომარე მარეხი ნიჟარაძე გამოეხმაურა.დღის ამბების გადამღებ ჯგუფთან მან აქცენტი რუსეთ-საქართველოს დაძაბულ ურთიერთობაზე გააკეთა და პარლამენტში მიმდინარე პროცესს შეცდომა უწოდა.ნიჟარაძე თანამოქალაქეთა პროტესტს ამ ფორმით შეუერთდა და რუსეთის დელეგაციის ვიზიტის ორგანიზატორთა პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა.