დღეს დილის 4 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოსება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა
20.06.2019
უკან დაბრუნება
დღეს დილის 4 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოსება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა.მიტროპოლიტი კალისტრატე, ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი, დაიბადა 1938 წელს, 1983 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია, იმავე წელს აღიკვეცა ბერად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე (7 აპრილს) აკურთხეს დიაკვნად. 1983 წლიდან დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად. (25) დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად.მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოებულია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდა დანიელის ორდენით, ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა კირილეს და მეთოდეს სახელობის ორდენებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაჯილდოვდა წმიდა გიორგის უმაღლესი ორდენით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ანთიმ ივერიელის დიპლომით, საქართველოს საერო ხელისუფლების მიერ ღირსების ორდენიით.