გულნარა მიქანაძე - სვანიძის მიერ შექმნილი მინიატურული ნაქსოვი თოჯინების გამოფენა
19.06.2019
უკან დაბრუნება
საჯარო ბიბლიოთეკამ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, გულნარა მიქანაძე - სვანიძის მიერ შექმნილი მინიატურული ნაქსოვი თოჯინების გამოფენას უმასპინძლა. სამშობლოდან შორს მცხოვრები ქალბატონი საკუთარი ნიჭის რეალიზებას ამ ფორმით ახერხებს და ნაქსოვ პორტრეტებს სოციალურ ქსელში ნანახი ფოტოებით ქმნის. გამოფენა ოზურგეთში უკვე შედგა, ქუთაისის შემდეგ კი ნაქსოვ მინიატურულ თოჯინებს თბილისსა და ბათუმში დაათვალიერებენ.