ელექტრომობილების პრეზენტაცია 20 ივნისს გაიმართება
18.06.2019
უკან დაბრუნება
ელექტრომობილების პრეზენტაცია და ელექტრონული მუსიკის კონცერტი ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე 20 ივნისს გაიმართება, გრანდიოზული სცენის მონტაჟი დასასრულს უახლოვდება. ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის გახსნა პრემიერ მინისტრმა ჯერ კიდევ აპრილში დაანონსა,საწარმოს მშენებლობა მთავრობის ხელშეწყობით მოხდება, ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი დასაქმდება და 18 თვეში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი დამზადდება.