შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თაობათა დიალოგის ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატით მორიგი შეხვედრა შედგა
17.06.2019
უკან დაბრუნება
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის თაობათა დიალოგის ინიციატივით მრგვალი მაგიდის ფორმატით მორიგი შეხვედრა შედგა რომელსაც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ .შეხვედრა პროექტის - “არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე” ფარგლებში შედგა და ორიენტირებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურასთან დაკავშირებით და მათი ჩართულობის ხელშეწყობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.