ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო საუშაოები შეჩერდა
17.06.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო საუშაოები შეჩერდა. ქალაქის მერიამ შპს "ჯეო სერვისთან" ხელშეკრულება გაწყვიტა. მერიის ინფორმაციით, კომპანიას ვადაგადაცილების გამო ჯარიმის სახით დაახლოებით 100 ათასი ლარი დაერიცხება, როგორც ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა აღნიშნა თუ ფინანსური აღსრულება პრობლემური გახდება მერია კომპანია ჯეო სერვისთან სამართლებრივ დავაში შევა. რაც შეეხება ტაბიძის ქუჩაზე შეჩერებულ სამუშაოებს მერიაში აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით ნებართვას ელოდებიან რა დროსაც ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება.