შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



განახლდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-18 ტური
17.06.2019
უკან დაბრუნება
განახლდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე18ტური , რომელიც სანაკრებო პაუზით იყო გამოწვეული. წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა ქუთაისის ტორპედოსა და საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა. კახა ჩხეტიანის გუნდს 18 წუთი დასჭირდა 4 გოლის გასატანად. ანგარიში მეორე წუთზე გიორგი ქიმაძემ გახსნა, რომელსაც მე-4 წუთზე მიშიკო სარდალიშვილის მიერ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი მოჰყვა. მე-7 წუთზე დუბლი ქიმაძემ გაიფორმა, ხოლო მე-18 წუთზე ოთხამდე მასპინძელთა უპირატესობა გრიგოლ დოლიძემ გაზარდა. თამაში ტორპედოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა თუმცა საჩხერლებმა ამის შემდეგ სამი ბურთის გატანა შეძლეს. საბოლოო ანგარიში 5-3 ტორპედოს სასარგებლოდ დაფიქსირდა.18 ტურის შემდეგ ტორპედოს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე4 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრა თბილიში19 ივნისს გაიმართება სადაც ტორპედო საქართველოს თასის გათამაშების 1/8 ფინალში გაგრას დაუპირისპირდება.