ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებული თბილისის ქუჩა ხელახლა დასაგებია
15.06.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებული თბილისის ქუჩა ხელახლა დასაგებია. არსებული ინფორმაციით, საკანალიზაციო ქსელი ცუდად იყო გაყვანილი, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განმეორებით ჩატარება გახდა საჭირო.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ პრობლემა მხოლოდ ერთ ოჯახს შეექმნა, სამუშაოები კი მალე დასრულდება.
აცხადებენ რომ თბილისის ქუჩის სამუშაოების დაწყებამდე ინდივიდუალურად მოხდა მოსახლეობისა და იმ დაწესებულებების წარმომადგენელთა გაფრთხილება ვისაც მიწისქვეშა კომუნიკაციები აქვს.
წყალკანალის მიმართვის საფუძველზე ადგილზე გაეცვნენ მდგომარეობას. სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვა გაცემულია. სამუშაოები 30 ივნისამდე დასრულდება.
ქუთაისში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე სრულად გამოიცვალა, სანიაღვრე ქსელი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა ახალი სანათები და ყველა საკომუნიკაციო ქსელი მიწის ქვეშ განთავსდა.
აღნიშნულ სამუშაოებზე ქუთაისში 1 მლ ლარზე მეტი დაიხარჯა.