ქუთაისელმა კარატისტებმა საერთაშორისო ტურნირებში მორიგი გამარჯვება მოიპოვეს
15.06.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისელმა კარატისტებმა საერთაშორისო ტურნირებში მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.
ახალგაზრდა სპორტსმენებმა თამაზ გოჩელაშვილმა, ილია ახალაიამ და ზვიად ვასაძემ შეჯიბრში წარამტებით იასპარეზეს და სამშობლოში სხვადასხვა მედლებითა და ჯილდოებით დაბრუნდნენ.
რუმინეთში, რიგით მე-10 მსოფლიო ჩემპიონატი კარატეში ერთი თვის წინ ჩატარდა.
ქუთაისიდან სპორტსმერნებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს. თამაზ გოჩელაშვილმა პირველი ადგილი ორ კატეგორიაში აიღო და შესაბამისად 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
ილია ახალაიამ კი ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა.
ზვიად ვასაძე პარასპორტსმენი ესპანეთში ევროპოს პარა-კარატეს ჩემპიონატზე იმყოფებოდა. მან ვერცხლის მედალი აიღო.სპორტსმენები მორიგი გამარჯვებისთვის უკვე აქტიურად ემზადებიან.