შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები ზვარე და დიდვაკე სტიქიას ებრძვის
13.06.2019
უკან დაბრუნება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები ზვარე და დიდვაკე სტიქიას ებრძვის. ადიდებულმა მდინარე ზვარულამ სოფელში ერთი ხიდი მთლიანად წაიღო, ხოლო მეორე დააზიანა. სტიქიამ კაკიაშვილების ოჯახის პირუტყვის სადგომი დაანგრია. როგორც ნოდარ კაკიაშვილი აცხადებს, რამდენიმე სული პირუტყვის გადარჩენა შეძლეს, თუმცა უმეტესი ნაწილი დაეღუპათ სოფელ ზვარეში ასევე ამორტიზებულია როგორც მთავარი, ისე შიდა საუბნო გზები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ. რაც შეეხება სოფელ დიდვაკეს, მდინარე ჩხერიმელამ წაიღო ხიდი, რომელიც მოსახლეობას სარკინიგზო სადგურთან აკავშირებდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სარკინიგზო სადგურთან მისვლას ვერც საფეხმავლო და ვერც საავტომობილო გზით ვეღარ ახერხებენ. ხარაგაულის მერის ინფორმაციით ზარალი 3 მილიონს აჭარბებს.