ქუთაისის ”ტორპედოს”მთავარი მწვრთნელი უცხოელი სპეციალისტი იქნება
06.10.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია მიხეილ აშვეთიამ შეცვალა.ხელმძღვანელობამ კლუბში საკადრო ცვლილებების გადაწყვეტილება ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში,ქუთაისის ”ტორპედოს” ბოლო დროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო მიიღო. 4 ოქტომბერს საჩხერის”ჩიხურამ” ”ტორპედოს” 3 უპასუხო გოლი გაუტანა.გიორგი დარასელიას ადგილს დროებით 37 წლის მიხეილ აშვეთია იკავებს.ამ დრომდე ის 15 წლამდე ჭაბუკ ტორპედოელებს წვრთნიდა.
დარასელიამ ტორპედო მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა.გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 21 საჩემპიონატო და 5 სათასო მატჩი გამართა.
ტორპედოს დირექტორის თქმით მთავარი მწვრთნელი უცხოელი იქნება,ვინაობა კი ჯერ-ჯერობით არ სახელდება.