შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოში პირველად, არაბული დიალექტიკისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მასშტაბის კონფერენცია გაიხსნა
10.06.2019
უკან დაბრუნება
საქართველოში პირველად, არაბული დიალექტიკისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მასშტაბის კონფერენცია გაიხსნა. რომელსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. იგი დარგში არსებული კვლევების გაცნობას ისახავს მიზნად. მსოფლიო მნიშვნელობის კონფერენციაზე 150 მდე მკვლევარი ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს გაუზიარებენ. საერთაშორისო ასოციაცია 1992 წელს პარიზში დაარსდა და მას შემდეგ კონფერენციებს ყოველ 2 წელიწადში მსოფლიოს სხვადასხვა დიდ უნივერსიტეტში მართავს. არაბული დიალექტიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია ქუთაისში დღეს გაიხსნა და 4 დღე გაგრძელდება.