თიბისი გალერეაში პროექტის ,,რიონისპირა სახლების ისტორიები“ - პრეზენტაცია გაიმართა
09.06.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, დღეს თიბისი გალერეაში პროექტის ,,რიონისპირა სახლების ისტორიები“ - პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი დასახლების ძველი იერსახის ისტორიად ქცევაა. დამთვალიერებლის წინაშე ფოტოგრაფის გიორგი ცაავას ფოტომასალასთან ერთად, ღია ბარათებზე , მოსახლეობის მიერ მონათხრობი ისტორიები იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.