შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნინო ლომჯარიას თქმით ,,საქართველოში შრომითი უსაფთხოება დღემდე რჩება პრობლემად“
07.06.2019
უკან დაბრუნება
,,საქართველოში შრომითი უსაფთხოება დღემდე რჩება პრობლემად და დასაქმებულთა დაცვის გარანტიები გამოწვევად“ , ეს განცხადება სახალხო დამცველმა ტელეკომპანია რიონთან ქუთაისში ვიზიტისას გააკეთა. ნინო ლომჯარიას თქმით პრობლემაა ის, რომ ხშირ შემთხვევაში ზეგანაკვეთური საათები არ ანაზღაურდება, სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიუხედავად კონტროლი და ეფექტური აღსრულება ვერ ხერხდება და მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს.