შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რეაბილიტირებული ქუთაისის მე-10 და 32-ე საჯარო სკოლები დღეს საზეიმოდ გაიხსნა
06.06.2019
უკან დაბრუნება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული ქუთაისის მე-10 და 32-ე საჯარო სკოლები დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტი ენტონი უელჩერი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგენიძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.