შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზაზა სარალიძის თქმით სამართალი აღდგენილია და ჭეშმარიტებამ იზეიმა
05.06.2019
უკან დაბრუნება
სასამართლო პროცესები წინ არის. ვნახოთ, პროკურატურა როგორ დაამტკიცებს იმ ბრალეულობას, რომელიც წარუდგინა მიხეილ კალანდიას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში, მიხეილ კალანდიას დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. სარალიძის თქმით, დანაშაულში კიდევ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული. მისივე თქმით, თვლის, რომ სამართალი აღდგენილია და ჭეშმარიტებამ იზეიმა.ამასთან, ზაზა სარალიძის განმარტებით, ის ასევე ელოდება, რომ გამოძიებამ დაასაბუთოს, რატომ გაჭიანურდა გამოძიების პროცესი.