გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ საქმიანობის ანგარიში ამჯერად არასამთავრობო სექტორისთვის წარადგინა
04.06.2019
უკან დაბრუნება
ქუთაისის საკრებულოსთან არსებულმა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ საქმიანობის ანგარიში ამჯერად არასამთავრობო სექტორისთვის წარადგინა, საბჭოს თავჯმდომარემ ირაკლი შენგელიამ დამსწრე აუდიტორიას ის აქტოვობები გააცნო რაც გუნდური მუშაობის პრინციპით, გენდერულმა საბჭომ ერთი წლის განმავლობაში განახორციელა. შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა, სადაც დიალოგის რეჟიმში დამსწრე საზოგადოებამ თემაზე მათთვის საინტერესო კითხვები დასვა. ინფორმაციისთვის ქუთაისის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭო 2018 წლის მარტში შეიქმნა.