რუსთაველის ქუჩის რებილიტაცია აქტიურ ფაზაშია. გზის საფარის მოწესრიგების სამუშოების პარალალურად, ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილემ, იუზა უგულავამ, საკრებულოში უქიმერიონის მაჟორიტარ დეპუტატ, ამირან კოპალეიშვილთან ერთად დაათვალიერა. ქალაქის მერის განცხადებით, ქუჩაზე გზის საფარის პირველი ფენის დაგება დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება , რის შემდეგაც მოძრაობის აღდგენა შესაძლებელი გახდება.
რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ზაფხულის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდმა 3,7 მლნ ლარი გამოყო. გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ორიენტირი" ახორციელებს.